ბიოლი რეზიდენტი ცდილობს შექმნას პირველი ველნეს კომუნა კავკასიის რეგიონში, რომელსაც ინოვაციებისადმი ინტერესი აერთიანებს. ჯანსაღი ცხოვრების წესის იდეის გარშემო შექმნილი კომუნა, მაცხოვრებლებს სერვისების ფართო სპექტრსა და მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის საჭირო მხარდაჭერას შესთავაზებს. ბიოლში გვჯერა, რომ ადამიანები იმსახურებენ საუკეთესო ცხოვრებას, რასაც ჩვენი კომუნა უზრუნველყოფს.
* ორგანიზმში მიმდინარე პროცესების ყოვლისმომცველი და სისტემატური მონიტორინგი თქვენი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
* ინოვაციებისა და მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენება დიაგნოსტიკაში
* რეზიდენტის კონკრეტულ საჭიროებებსა და მიზნებზე მორგებული, ინდივიდუალური ველნეს პროგრამების შემუშავება.
* პირადი ექიმის მომსახურება პერსონალური სამედიცინო დახმარებისა და ველნესის სწორად წარსამართად
ბიოლის ვილების რეზიდენტებს ექნებათ წვდომა ექსკლუზიურ, ყოველწლიურ ველნეს პაკეტზე, რომელიც მოიცავს ჯანმრთელობის სრულ დიაგნოსტიკას უჯრედოვან დონეზე. დამატებით, რეზიდენტები მიიღებენ მათი პირადი ექიმის მიერ მომზადებულ ჯანმრთელობის ანგარიშებს, რითიც შეძლებენ საკუთარი ჯანმრთელობის სტაბილურ მონიტორინგსა და მართვას. ამასთან ერთად, მაცხოვრებლები ისარგებლებენ ნუტრიციოლოგის მომზადებული, მათზე მორგებული რჩევებით და შეძლებენ ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილებას. რეზიდენტებთან ერთად, პრიორიტეტებით ისარგებლებენ მათი ოჯახის წევრებიც, რომელთათვისაც მომსახურების ფართო სპექტრზე სპეციალური ტარიფები იმოქმედებს.