ვილები

Resident by Bioli წარმოადგენს 20 განსაკუთრებული პროექტირების ვილების გამორჩეულ კოლექციას, თითოეული მოიცავს საშუალოდ 250-300 კვ.მ.-ს და განლაგებულია კერძო მიწის ნაკვეთებზე, რომელთა ფართობი 1500-2000 კვ.მ.-ს წარმოადგენს. ეს გამორჩეული ვილები განსაკუთრებული ყურადღებითაა გარემონტებული და გააზრებულად არის მოწყობილი, რაც შესანიშნავად ასახავს ბიოლის კონცეფციის არსს. ბიოლი ზრუნავს ვილების მენეჯმენტის ყველა ასპექტზე, ყოველმხრივ უზრუნველყოფს ტექნიკურ მომსახურებას, მათ შორის დასუფთავებას, ტექნიკურ დახმარებას, დაცვას, რეცეფციასა და ტრანსპორტირებას მთელ კურორტზე. ვილების მფლობელებს აქვთ შესაძლებლობა ანდონ ბიოლს თავიანთი ქონების გაქირავება ან გაყიდვა, რაც უზრუნველყოფს აქტივის მაქსიმალურ მოქნილობას. ეკოლოგიურად სუფთა მასალებით შექმნილი ვილები ასახავს Bioli-ის ურყევ ერთგულებას მდგრადი განვითარებისადმი. ჩვენი ეკო-მეგობრული მიდგომის ფარგლებში, ტერიტორიაზე ნებადართულია მხოლოდ ელექტრომობილები და ვილის მყიდველები სპეციალურ საჩუქრად მიიღებენ ეკო მანქანას.

რეზიდენტის პრიორიტეტები

ბიოლის ვილების რეზიდენტებს ექნებათ წვდომა ექსკლუზიურ, ყოველწლიურ ველნეს პაკეტზე, რომელიც მოიცავს ჯანმრთელობის სრულ დიაგნოსტიკას უჯრედოვან დონეზე. დამატებით, რეზიდენტები მიიღებენ მათი პირადი ექიმის მიერ მომზადებულ ჯანმრთელობის ანგარიშებს, რითიც შეძლებენ საკუთარი ჯანმრთელობის სტაბილურ მონიტორინგსა და მართვას. ამასთან ერთად, მაცხოვრებლები ისარგებლებენ ნუტრიციოლოგის მომზადებული, მათზე მორგებული რჩევებით და შეძლებენ ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილებას. რეზიდენტებთან ერთად, პრიორიტეტებით ისარგებლებენ მათი ოჯახის წევრებიც, რომელთათვისაც მომსახურების ფართო სპექტრზე სპეციალური ტარიფები იმოქმედებს.

მოგვწერეთ

შეავსეთ ყველა ველი სწორად.
დახმარება გჭირდებათ?
+995 511 333 888

დიდი მადლობა!

თქვენი შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა! ჩვენ დაგიკავშირდებით უახლოვეს დროში.