არქიტექტურული კონცეფციის ავტორი

არქიტექტურული კონცეფცია

არქიტექტურული კონცეფციის ავტორი

ბუნებრივი გარემოსა და ველნეს კურორტის იდეალური შერწყმით, ბიოლში განსაკუთრებულად მყუდრო გარემო იქმნება. ვილების დიზაინი ხაზს უსვამს ბუნებას, და თვალისმომჭრელ ხედებთან იდეალურ კომბინაციაშია.

ბიოლის არქიტექტურული კონცეფცია მაქსიმალურადაა მორგებული ბუნებრივ ლანდშაფტს და განსაკუთრებული ჰარმონიით ერწყმის მას. კოჯრის ტყის რელიეფი და ტოპოგრაფია განსხვავებული ტიპის სახლების მშენებლობისა და მათი გარემოსთან ჰარმონიული ინტეგრაციის საშუალებას იძლეოდა. სახლების სახურავზე ლადშაფტის ელემენტების გამოყენებამ იდეალურად შერწყა ვილები ბუნებრივ გარემოსთან და არქიტექტურულად საინტერესო ელემენტი გააჩინა. ბიოლის 9 ტიპიური ვილიდან თითოეულის შიდა სივრცის გეგმარება ორიენტირებულია ხედების მაქსიმალურ ხილვადობაზე. პროექტის ავტორი გიორგი ხმალაძეა, ცნობილი არქიტექტორი და ჰარვარდის დიზაინის სკოლის კურსდამთავრებული. ხმალაძის უნიკალური შემოქმედება ყოველთვის იდეალურად ერწყმის ლანდშაფტს, რასაც მისი მრავალი საერთაშორისო აღიარებაც მოწმობს.

მოგვწერეთ

შეავსეთ ყველა ველი სწორად.
დახმარება გჭირდებათ?
+995 511 333 888

დიდი მადლობა!

თქვენი შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა! ჩვენ დაგიკავშირდებით უახლოვეს დროში.